weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რეალისტური გამოსავალია სრულად პროპორციული არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე – ხაზარაძე

09:51 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია „არჩევნების გაყალბებასთან“ შეგუებას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ განცხადებით ხაზარაძე გამოეხმაურა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შენარჩუნების გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2 თებერვალს მიიღო.

„ეს დღესავით ნათელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მიღწეული მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თუ ეს არ მოხდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და ქართულ ოცნებას მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე და შექმნილ კრიზისზე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე.

„ლელოს“ აზრით, ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკოს ახალი შემადგენლობით.

2022 წელი იმიტომ , რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება“, – აცხადებს ხაზარაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, მეათე მოწვევის პარლამენტში 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

პარლამენტში შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული სამი დეპუტატი, ასევე „მოქალაქეების“ ორივე წარმომადგენელი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

51 დეპუტატმა პარლამენტს განცხადებით მიმართა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. ასეთი განცხადება არ აქვს დაწერილი „გირჩის“ სამ წევრს – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

 

ამ თემაზე:

ოპოზიციის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის სწორი ნაბიჯი იყო – ჰარცელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]